Monday, December 8, 2014

   ტრენინგის მეცხრე დღე  პრეზენტაციებს დაეთმო! თითოეული ჩვენგანი თავს იკავებდა, როგორც მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში ყველა ერიდება პირველობას, მაგრამ ნინო ახალკაცმა გვიხსნა, საოცარი პროექტი გაგვაცნო, მეტად საინტერესო და აქტუალური. ნავსი გატყდა და ერთიმეორეზე მშვენიერი პროექტები ვიხილეთ. ეს არ ვიკმარეთ, ტრენერის ინიციატივით დავგეგმეთ ერთობლივი პროექტი.
            გმადლობთ გოგოებო, გულთბილი და ხალისიანი საღამოსთვის! 

Sunday, December 7, 2014

ტრენინგის მერვე დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! მეტად საინტერესო და საოცრად დატვირთული დღე გვქონდა! ავტვირთეთ ბუკლეტი, თავდაპირველად თავზარი დამეცა, მაგრამ  მალე გავართვი თავი! ვისწავლეთ ბმულების გაკეთება, ლინკის დადება! არანაკლებ საინტერესო გამოდგა google forms-ში მუშაობა და ფასილიტაციის ატვირთვა! აღფრთოვანებული ვარ! გმადლობთ, მ ა ი კ ო!!!

ბუკლეტი


Saturday, December 6, 2014

   დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეა! სამუშაო კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა! ვისწავლეთ გაზიარება და გაზიარებულ მასალაში მუშაობა!  გმადლობთ, მაიკო!

Friday, December 5, 2014

  ტრენინგის მეექვსე დღეს მეტად საინტერესო გაკვეთილი გვქონდა. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინი, გაჯეტების ატვირთვა. ცოტა რთულია, მაგრამ  არა არის შეუძლებელი, უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს! ჩემი ღრმა ღწმენით, თავი გავართვი! 

Sunday, November 30, 2014

   ტრენინგის მეხუთე დღე სახალისო და საიტერესოა კვლავაც!მაიკოს დახმარებით დავასრულე დავალებები. ავაწყვეთ მოსწავლის პრეზენტაცია PowerPint-ში, გავიმეორეთ და ავტვირთეთ დრაივში.

მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, November 29, 2014

     ტრენინგის მეოთხე დღეა. მეტად საინტერესო და აქტივობებით დათვირთული!
მართალია, თავი უზომოდ მტკივა, მაგრამ არ დავეძებ, თვითკმაყოფილი და მაიკოს მადლიერებიტ სავსე ვარ!

პროექტის პრეზენტაცია


Friday, November 28, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

,,დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ!"

                ზოგადი კითხვა
მე-5 მცნება გვასწავლის:,,პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა“. თქვენი აზრით, რატომ ითხოვს უფალი  მშობლის პატივისცემას და არა სიყვარულს?
            თემატური კითხვები
·         უილიამ თეკერეი ამბობს: ,,სიყვარულში ორი მხარე მონაწილეობს, ერთს უყვარს,მეორე კი თავს უყადრებს, რომ უყვარდეთო“. როგორ ფიქრობთ, თეკერეისეული სიყვარულის გაგება დედაშვილობაშიც ხომ არ  ვრცელდება?
·         თქვენი აზრით, რა არის დედაშვილობა?
   შინაარსობრივი კითხვები

·         სად ან რაზე გადის დედაშვილობაში ,,შენჩემობის“ ზღვარი?
·         როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს თუ არა დედას სხვასავით ორი თვალი?
·         ოთარაანთ ქვრივი ამბობს, ,,მე დედა ვარ და მიმავალი, ის შვილია და მომავალი, წინ ვერ ავეფარები“. თქვენი აზრით, რას გულისხმობს ოთარაანთ ქვრივი?
·         როგორ გგონიათ, ოთარაანთ ქვრივი სწორად იქცევა, თავისუფალ არჩევანს რომ აძლევს შვილს?
·         როდის ექცევა თაობათა ურთიერთობა ჩიხში?
·         რა არის გამოსავალი თაობათა შორის კონფლიქტიდან?

     ტრენინგის მესამე დღეს მეტად საინტერესო გაკვეთილი გვქონდა. სახალისოა ბუპლეტების შედგენა. კი გადავიღალე, მაგრამ ერთი სული მაქვს, დავხვეწო ჩემი ნაცოდვილარი და ხვალ უკვე სააშკარაოზე გამოვიტანო!  ჩეკილისტის გაცნობა და ,,ნაღვაწის" დაფიქსირება სიამაყით მავსებს! გმადლობთ, მაიკო!

Friday, November 14, 2014

      ტრენინგის პირველი დღეა! ძვირფასო მაიკო, გმადლობთ დღევანდელი  დღის მოთმინებისა და გულისხმიერებისათვის! იმედი მაქვს, კარგი  მოსწავლე ვიქნები! პატივისცემით ლალი გილიგაშვილი!