Friday, November 28, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

,,დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ!"

                ზოგადი კითხვა
მე-5 მცნება გვასწავლის:,,პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა“. თქვენი აზრით, რატომ ითხოვს უფალი  მშობლის პატივისცემას და არა სიყვარულს?
            თემატური კითხვები
·         უილიამ თეკერეი ამბობს: ,,სიყვარულში ორი მხარე მონაწილეობს, ერთს უყვარს,მეორე კი თავს უყადრებს, რომ უყვარდეთო“. როგორ ფიქრობთ, თეკერეისეული სიყვარულის გაგება დედაშვილობაშიც ხომ არ  ვრცელდება?
·         თქვენი აზრით, რა არის დედაშვილობა?
   შინაარსობრივი კითხვები

·         სად ან რაზე გადის დედაშვილობაში ,,შენჩემობის“ ზღვარი?
·         როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს თუ არა დედას სხვასავით ორი თვალი?
·         ოთარაანთ ქვრივი ამბობს, ,,მე დედა ვარ და მიმავალი, ის შვილია და მომავალი, წინ ვერ ავეფარები“. თქვენი აზრით, რას გულისხმობს ოთარაანთ ქვრივი?
·         როგორ გგონიათ, ოთარაანთ ქვრივი სწორად იქცევა, თავისუფალ არჩევანს რომ აძლევს შვილს?
·         როდის ექცევა თაობათა ურთიერთობა ჩიხში?
·         რა არის გამოსავალი თაობათა შორის კონფლიქტიდან?

12 comments:

  1. ქალბატონო ლალი ძალიან საინტერესოა თქვენი თემა.

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობ, ძვირფასო, ვითანამშრომლოთ!

      Delete
  2. ქალბატონო ლალი , ქართული სინამდვილისთვის ნამდვილად ღირებული და საინტერესო თემა გაქვთ შერჩეული ! განსაკუთრებით მომეწონა და მნიშვნელოვნად მეჩვენა ზოგადი კითხვა ! სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა !

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობთ, იმედია დიდხანს ვითანამშრომლებთ!

      Delete
  3. როგორც ყოველთვის საინტერესო და შთამბეჭდავია თქვენი თემა

    ReplyDelete
  4. საინტერესო და მუდმივი თემაა :)

    ReplyDelete
  5. მშობლის და უფროსის პატივისცემა ისე გაფერმკრთალდა ამ ბოლო დროს :(
    ლალი თქვენი თემა სწორედაც, რომ დროულია.

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდად ვაფასებ, ქალბატონო ნინო, თქვენს დამოკიდებულებას! გმადლობთ!

      Delete