ტრენინგის მეხუთე დღე სახალისო და საიტერესოა კვლავაც!მაიკოს დახმარებით დავასრულე დავალებები. ავაწყვეთ მოსწავლის პრეზენტაცია PowerPint-ში, გავიმეორეთ და ავტვირთეთ დრაივში.
Sunday, November 30, 2014
Saturday, November 29, 2014
Friday, November 28, 2014
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
,,დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ!"
ზოგადი კითხვა
|
მე-5 მცნება გვასწავლის:,,პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა“. თქვენი
აზრით, რატომ ითხოვს უფალი მშობლის
პატივისცემას და არა სიყვარულს?
|
თემატური
კითხვები
|
·
უილიამ თეკერეი ამბობს: ,,სიყვარულში ორი მხარე მონაწილეობს, ერთს
უყვარს,მეორე კი თავს უყადრებს, რომ უყვარდეთო“. როგორ ფიქრობთ, თეკერეისეული
სიყვარულის გაგება დედაშვილობაშიც ხომ არ ვრცელდება?
·
თქვენი აზრით, რა არის დედაშვილობა?
|
შინაარსობრივი კითხვები
|
·
სად ან რაზე გადის დედაშვილობაში ,,შენჩემობის“ ზღვარი?
·
როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს თუ არა დედას სხვასავით ორი თვალი?
·
ოთარაანთ ქვრივი ამბობს, ,,მე დედა ვარ და მიმავალი, ის შვილია და
მომავალი, წინ ვერ ავეფარები“. თქვენი აზრით, რას გულისხმობს ოთარაანთ ქვრივი?
·
როგორ გგონიათ, ოთარაანთ ქვრივი სწორად იქცევა, თავისუფალ არჩევანს რომ
აძლევს შვილს?
·
როდის ექცევა თაობათა ურთიერთობა ჩიხში?
·
რა არის გამოსავალი თაობათა შორის კონფლიქტიდან?
|
Subscribe to:
Posts (Atom)