Saturday, February 28, 2015

მოსწავლის ესე-,,რატომ იღუპება ოთარაანთ ქვრივი?!"

     
 არგუმენტირებული ესე: რატომ იღუპება  ოთარაანთ ქვრივი?!
      ჩვენი პროექტის გეგმაში არის ასეთი კითხვა: ,,თქვენი აზრით, რატომ კვდება  გიორგი და ოთარაანთ ქვრივიო?  მართლაც და რატომ კლავს ილია ჭავჭავაძე თავის დიდებულ მოთხრობაში  ორივე იდეალურ გმირს... კლავს? საკუთარ თავს დავუსვი ეს კითხვა და გავჩერდი... როგორც თავად ილია ამბობს ,,მგზავრის წერილებში“, თავში სრული რევოლუცია მოხდა, ყოველივე მანამდე გაგონილი, პროექტის მსვლელობისას გაცნობილი ყველა პერსონაჟი თითქოს ერთად ალაპარაკდა. მერე კიდევ ერთი კითხვა გამახსენდა ჩვენი გეგმიდან:  მაინც რას ითხოვენ კლასიკოსები ჩვენგანო? აი, კიდევ ერთი დილემა, რას ითხოვენ? ადამიანი ამ წუთისოფელში რისთვის მოდის? დავუსვი ეს შეკითხვა საკუთარ თავს და გამახსენდა ტატოს ,,ფიქრნი მტკვრის პირზედ“... აკი გენიოსი მასწავლის,
                  ,,არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
                    იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს!“
მაგრამ განა ოთარაანთ ქვრივს ვინმეზე ან რამეზე მზრუნველობა აკლდა? აკი მისი ჯამჭურჭელიც კი თავს იწონებდა, კარგი პატრონი აგვჩენიაო, კვირა ისე არ გავიდოდა, ქვრივ-ობოლი არ განეკითხა, გლახა-მათხოვარი არ დაეპურებინა, გასაოცარი იყო ქმრის დანატოვარი განძისა და ანდერძის ერთგულება, გიორგი ხომ ისეთი ვაჟკაცი გაზარდა, სასამართლოშიც კი მოწმე არ სჭირდებოდა, მისი ,,ჰო!- ჰო!“ იყო და ,,არა“-არა“! ლამის არის ჩიხში მოვექცე, მაგრამ არა, ისევ ოთარაანთ ქვრივი მშველის, ,,წუთისოფელს თუ ერთი ბეწო ხანი თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსო!“ როგორ? ნუთუ ამ დიდებულმა ქალმა თავად დაივიწყა საკუთარი შეგონება და თვალი მოუხუჭა წუთისოფელს, მოეშვა, მოდუნდა, აზრი წაერთვა მის ცხოვრებას? გიორგის სიკვდილთან ერთად დაფრინდნენ ის ,,ბღარტები“  ქვრივს მარტოობას რომ ათმენინებდნენ, გიორგისთან ერთად  გაქრა მისი საფიქრალ-საზრუნავი და ამ წუთისოფელთან მისი მაკავშირებელი მთავარი არტერია. და სწორედ აქ გადის დედაშვილობის ზღვარი, სწორედ იქ მთავრდება დედის სიცოცხლე, სადაც მთავრდება შვილის, ოთარაანთ ქვრივს უნებურად ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას ვადარებ და არც ერთის გმირობა მიკვირს, თუმცა აღმაფრთოვანებს, და არც მეორის- შვილის საფლავზე გარდიგარდმო ჯვრის ფორმით აღსასრული!  დედის დედობის საზომი ოთარაანთ ქვრივისთვის წუთისოფლისათვის შვილისად მაყურებელი თვალით ცქერაა და როდესაც ეს თვალის ჩინი ჩაქრა, ოთარაანთ ქვრივიც გაქრა! უფუნქციოდ დარჩენილმა დედამ უარი თქვა სააქაო ცხოვრებაზე! მას ხომ უკვე დაგროვილი ჰქონდა საიქიო საგზალი!

  

Monday, December 8, 2014

   ტრენინგის მეცხრე დღე  პრეზენტაციებს დაეთმო! თითოეული ჩვენგანი თავს იკავებდა, როგორც მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში ყველა ერიდება პირველობას, მაგრამ ნინო ახალკაცმა გვიხსნა, საოცარი პროექტი გაგვაცნო, მეტად საინტერესო და აქტუალური. ნავსი გატყდა და ერთიმეორეზე მშვენიერი პროექტები ვიხილეთ. ეს არ ვიკმარეთ, ტრენერის ინიციატივით დავგეგმეთ ერთობლივი პროექტი.
            გმადლობთ გოგოებო, გულთბილი და ხალისიანი საღამოსთვის! 

Sunday, December 7, 2014

ტრენინგის მერვე დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! მეტად საინტერესო და საოცრად დატვირთული დღე გვქონდა! ავტვირთეთ ბუკლეტი, თავდაპირველად თავზარი დამეცა, მაგრამ  მალე გავართვი თავი! ვისწავლეთ ბმულების გაკეთება, ლინკის დადება! არანაკლებ საინტერესო გამოდგა google forms-ში მუშაობა და ფასილიტაციის ატვირთვა! აღფრთოვანებული ვარ! გმადლობთ, მ ა ი კ ო!!!

ბუკლეტი


Saturday, December 6, 2014

   დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეა! სამუშაო კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა! ვისწავლეთ გაზიარება და გაზიარებულ მასალაში მუშაობა!  გმადლობთ, მაიკო!